
European Study Trip
ევროპული სასწავლო ვიზიტი ჩვენი ცენტრის Flag პროექტია, რომელსაც 2017 წლიდან ვახორციელებთ. პროექტი მოიცავს 7 დღიან სასწავლო-შემეცნებით ტურს ევროპის მთავარ ქალაქებში - ბრიუსელსა და სტრასბურგში. პროექტი მოიცავს სასწავლო ვიზიტებს ევროკავშირის მთავარ ინსტიტუციებში ბრიუსელში, მათ შორის ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ევროკავშირის საბჭოში და ნატოში. ხოლო სტრასბურგში სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ვიზიტებს ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში.
სასწავლო ვიზიტები წელიწადში ორჯერ იმართება და მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკის და ინსტიტუციების გაცნობას. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებს, შეხვდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჩაერთონ ევროპული პოლიტიკის ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვაში.
2017 წლიდან დღემდე, ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით სულ 9 სასწავლო ვიზიტი გაიმართა, სადაც 180-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.