top of page
Image by Michal Pechardo

TechEXpedition: Your Silicon Valley footprint

Image by Caleb George

TechEXpedition 

 

🌎 თანამედროვე სამყაროს საზღვრები აღარ აქვს. ამიტომ ჩვენც ვფართოვდებით და თქვენთვის ახალი შთაბეჭდილებების და გამოცდილების შესაქმნელად, ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. 🚀⚡️✨

 

და რა არის ახალი შესაძლებლობები, თუ არა ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას ცვლის და სამყაროს ახალ პერსპექტივებს აჩენს? 🛰️🔋

 

მსოფლიოში არსად ისე არ იგრძნობა ტექნოლოგიური რევოლუციის პულსი, როგორც სილიკონ ველზე. ეს ის ადგილია შორეული ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც მსოფლიოს მოწინავე კომპანიები შეიქმნა, გაიზარდა და დღეს უკვე თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 🚀🇺🇸

 

მზად ხართ მოხვდეთ სილიკონ ველზე? 🤩

 

🚀 ჩვენ ამისთვის TechEXpedition შევქმენით, რომელიც ექსკლუზიურ შესაძლებლობას სთავაზობს ტექნოლოგიების ენთუზიასტ ახალგაზრდებს და მათ ვინც მეწარმეობით არის დაინტერესებული გამოსცადონ სილიკონ ველი და მოხვდნენ მომავლის ტექნოლოგიური რევოლუციის ეპიცენტრში. 

 

შემოგვიერთდით შთამაგონებელ სასწავლო ვიზიტისზე სან-ფრანცისკოში, და გახდი ახალი სამყაროს ნაწილი!

სან ფრანცისკო ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ყველაზე ცნობილი და ვარსკვლავური ქალაქია.

არა, აქ არ არის ჰოლივუდი. მაგრამ აქ სხვანაირი ვარსკვლავები ანათებენ. ეს ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის ვარსკვლავებია.

ტექნოლოგიური რევოლუცია არ მოგესმათ. სან ფრანცისკოში მოხვედრის შემდეგ ამას ყოველ ნაბიჯზე იგრძნობთ.

Apple, Google, Facebook, Netflix, Airbnb და Uber ეს იმ ტექნოლოგიური გიგანტების არასრული ჩამონათვალია რომელიც სან ფრანცისკოში და მის გარშემო, სილიკონ ველზე დაარსდა.

მათ გარეშე დღეს ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია. მაგრამ ეს უკვე ძველი ამბავია. სილიკონ ველიზე მომავალი ახლა, ამ წუთას იქმნება

გასულ კვირაში, სან ფრანცისკოში საქმიანი ვიზიტით იმოგზაურა გიორგიმ, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელი და ტექ ენთუზიასტია.

სილიკონ ველიდან გიორგის შთაბეჭდილებების შესახებ შეგიძლია მის ბლოგში “ერთხელ სან ფრანცისკოში” გაეცნო

ბლოგის ლინკი აქვეა: https://bit.ly/4dmZpkC

IMG_3548.jpeg
bottom of page