ინდივიდუალური მენტორინგი და გამოცდილება რომელიც მოზარდის გლობალურ ხედვას ქმნის
ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი არის ესტონეთში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის ისტორიაც 2017 წელს, საქართველოში დაიწყო. არაფორმალური განათლების, ინოვაციებისა და მოზარდების ინტერესებზე მორგებული აკადემიური პროგრამებით, ჩვენ ვაკავშირებთ ევროპის ახალგაზრდებს და ხელს ვუწყობთ თანამშრომლობის გაძლიერებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს შორის. ჩვენი პროგრამები — ბრიუსელიდან სილიკონის ველამდე — ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ, გაიაზრონ და თავად მიიღონ მონაწილეობა ევროპის მომავლის ფორმირებაში.
EEC-ის ისტორია
ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი 2017 წელს თბილისში დაარსდა, დიდი ამბიციითა და იდეით — შეექმნა არაფორმალური განათლების წამყვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც საკლასო სივრცის მიღმა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გამოცდილებების შექმნით, ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ გამოცდილებას, ღირებულებებსა და ცნობიერებას გაუზიარებდა.
მოგვიანებით, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამოქალაქო ინიციატივა გადაიქცა ახალგაზრდული დიპლომატიის, მეცნიერების, ინოვაციებისა და საერთაშორისო განათლების უდიდეს პლატფორმად. 2017 წლიდან ჩვენი საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, ასობით მოზარდსა და სტუდენტს შესაძლებლობა მიეცა, ემოგზაურა ბრიუსელში, სტრასბურგში, ჟენევაში, ბერლინსა და სან-ფრანცისკოში, უშუალოდ გაცნობოდა ევროკავშირისა და NATO-ს, CERN-ის, Google-ისა და Meta-ს, NASA-ს საქმიანობას. ჩამოეყალიბებინათ პროფესიული ორიენტაცია, ინტერესები და გლობალური მასშტაბის მსოფლმხედველობა.
2025 წელს ორგანიზაციამ საქმიანობა ესტონეთშიც გააფართოვა. დაფუძნდა European Education Center MTÜ — ევროპაში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს შორის კავშირების გაძლიერებას განაგრძობს. ხოლო ესტუნური მშობელი კომპანია OÜ European EdTech Venture აქამდე არსებული პროექტების პორტფოლიოს ავტორი და ოპერატორი გახდა.
დღეს ცენტრი მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს ევროპასა და აშშ-ში — European Study Trip-ითა და Modern Science Trip-ით დაწყებული, სილიკონის ველზე განხორციელებული TechExpedition-ითა და ბალტიისპირეთში მიმდინარე BalTech-ით დასრულებული. ყველა მათგანს ერთი საერთო მიზანი აერთიანებს: დააკავშიროს, შთააგონოს და გააძლიეროს ევროპული აზროვნებისა და პოზიტიური ცვლილებების მომავალი თაობა.
მთავარი იდეა
ჩვენი მისიაა შევქმნათ ქართველი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და გრძელვადიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობები.
საერთაშორისო პერსპექტივა
პირადი გამოცდილება მსოფლიოს წამყვან ინსტიტუციებში, კომპანიებსა და უნივერსიტეტებში.
სტრუქტურირებული პროგრამები
თითოეული პროგრამა მორგებულია მოზარდების ინტერესებსა და სოციალურ გარემოზე, და მიზნად ისახავს მათი ცნობიერების, პროფესიული ინტერესებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.
ხანგრძლივი ურთიერთობები
ჩვენი პროგრამები მოიცავს მოზარდის აკადემიური განვითარების გზის სრულ ციკლს, სკოლიდან — უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე.
გამოცდილი მენტორები
ჩვენს პროგრამებს ინდივიდუალურად ხელმძღვანელობენ გამოცდილი ახალგაზრდა ლიდერები, დამფუძნებლები, აკადემიური და ინდუსტრიული ვიზიონერები.
9 წელი, 40+ საერთაშორისო პროგრამა
- 2016
დაფუძნდა ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი.
- 2017
პირველი European Study Trip ბრიუსელსა და ბერლინში.
- 2021
არაფორმალური განათლების პროგრამის რედიზაინი 14-18 წლის მოზარდებისთვის.
- 2022
ჩვენი პრიორიტეტი გახდა STEM მიმართულებები. გაეშვა Science Expedition — პირველი ქართული ფუნდამენტური სამეცნიერო პროგრამა მოზარდებისთვის შვეიცარიაში.
- 2025
გაეშვა TechExpedition — პირველი ქართული პროგრამა მოზარდებისთვის სილიკონის ველზე, აშშ-ში. გაჩნდა UniGuide სერვისი — მოზარდებზე მორგებული მენტორინგისა და ქანსილინგის პროგრამა მათთვის ვისაც საერთაშორისო განათლების მიღება სურს. წელს ჩვენ გადავედით ესტონეთში და გავხდით ევროპული კომპანია და პლატფორმა.
- 2026
ესტონური ორგანიზაცია ჩაერთო ევროკავშირის Erasmus+ პროექტებში. ვაგრძელებთ და ვაფართოებთ პროგრამებსა და პროექტებს ქართველი ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
ვინ დგას ევროპული საგანმანთლებლო ცენტრის უკან
მკვლევარები, აკადემიკოსები და პროექტების მენეჯერები, რომლებიც პირადად ხელმძღვანელობენ ჩვენი პროგრამების ყოველ ნაბიჯს.
გიორგი ბენაშვილი
დამფუძნებელი, დირექტორი
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი და მკვლევარი.
გახდი ჩვენი დიდი ოჯახის წევრი
დაგვიკავშირდი ვოთცაპით, Email-ით ან საკონტაქტო ფორმის მეშვეობით — გავაცნობთ მიმდინარე მიღებებსა და დაგეხმარებით გადადგა შემდეგი ნაბიჯი.