კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას. ეს გვერდი აღწერს როგორ ვაგროვებთ, ვინახავთ და ვიყენებთ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, როდესაც სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით ან ჩვენი პროგრამებით.
რა ინფორმაცია გროვდება
- საკონტაქტო ფორმა: სახელი, Email, ტელეფონი, თემა და შეტყობინების ტექსტი.
- პროგრამის ნაკადზე რეგისტრაცია: სახელი და გვარი, Email, ტელეფონი, თანხმობის დრო, ასევე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც კონკრეტული პროგრამის ფორმაშია (მაგ. საჭიროა თუ არა ვიზა, დაბადების თარიღი, კვების შეზღუდვები, მშობლის/მეურვის საკონტაქტო).
- ანონიმური სტატისტიკური ინფორმაცია ვებგვერდის გამოყენების შესახებ.
რას არ ვაგროვებთ საჯარო ფორმებით: პროგრამაზე რეგისტრაციისა და საკონტაქტო ფორმით პასპორტის მონაცემებს, პირად ნომერს ან საბანკო/ბარათის მონაცემებს არ ვიღებთ.
პასპორტის პირველი გვერდი. მას ვითხოვთ მხოლოდ მაშინ, როცა მონაწილეობა უკვე შეთანხმებულია — ჯგუფის/ნაკადის სიაში დამატებისას ან იმ პირად ბმულზე, რომელსაც ცენტრი ან სკოლა გიგზავნით. ის საჭიროა ბილეთის დასაჯავშნად და ვიზისთვის. ფაილი ინახება დაცულად, გამოუცნობ მისამართზე, საჯარო ბმულის სახით არსად ქვეყნდება და ხელმისაწვდომია მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლისთვის ადმინისტრაციულ პანელში შესვლის შემდეგ. მონაწილის ჩანაწერის წაშლისას ფაილიც სამუდამოდ იშლება.
როგორ ვიყენებთ ინფორმაციას
საკონტაქტო და სარეგისტრაციო მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან კომუნიკაციისთვის, რეგისტრაციის დასამუშავებლად და მოგზაურობის ორგანიზებისთვის. მონაცემებზე წვდომა აქვს მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილ თანამშრომელს, ადმინისტრაციულ პანელში პაროლით შესვლის შემდეგ.
18 წლამდე მონაწილეები
თუ მონაწილე 18 წელს არ მიაღწია, რეგისტრაცია უნდა შეავსოს ან დაადასტუროს მშობელმა/მეურვემ. მშობლის საკონტაქტო მონაცემები გამოიყენება მხოლოდ მოგზაურობასთან დაკავშირებული კომუნიკაციისთვის.
რამდენ ხანს ვინახავთ
რეგისტრაციის მონაცემები ინახება მოგზაურობის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში, შემდეგ იშლება. პასპორტის ასლი იშლება მოგზაურობის დასრულებისთანავე, როგორც კი ის საჭირო აღარაა. საკონტაქტო ფორმის შეტყობინებები იშლება დამუშავების შემდეგ.
მონაცემთა გადაცემა
ჩვენ არ ვყიდით და არ გადავცემთ თქვენს მონაცემებს მესამე მხარეებს მარკეტინგული მიზნებისთვის. ვებგვერდი განთავსებულია Vercel-ის, ხოლო მონაცემთა ბაზა Neon-ის სერვერებზე; ელფოსტის გასაგზავნად ვიყენებთ Resend-ს. საიტზე მუშაობს Google Analytics და Meta Pixel, რომლებიც აგროვებენ ანონიმურ სტატისტიკას გვერდების ნახვის შესახებ — ფორმებში შეყვანილი მონაცემები მათ არ გადაეცემა. ეს ხელსაწყოები ინახავენ ქუქი-ფაილებს თქვენს ბრაუზერში; მათი გამორთვა შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებიდან.
თქვენი უფლებები
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა — მოგვწერეთ საკონტაქტო გვერდიდან და მოთხოვნას დავამუშავებთ.
კონტაქტი
კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვისთვის დაგვიკავშირდით ჩვენი საკონტაქტო გვერდის მეშვეობით.